საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ ირაკლი ჭეიშვილი აირჩია.
ირაკლი ჭეიშვილის კანდიდატურა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალმა ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ წარადგინა.




