ბუდაპეშტში, ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე, ქალთა 63კგ და კაცთა 81 კგ წონით კატეგორიებში მედლების მფლობელები გამოვლინდნენ.

ტატო გრიგალაშვილმა ფინალური შეხვედრა ძიუდოს საერთაშორისო ეგიდით მოჭიდავე რუს ტიმურ არბუზოვთან ოქროს დროში მეოთხე წუთზე იპონით დამარცხდა და მსოფლიო ჩემპიონის სამი ოქროს მედლის შემდეგ ამჯერად ვერცხლის მედალი მოიპოვა.

პარიზის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელი ტატო გრიგალაშვილი 2022, 2023 და 2024 წლებში მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს მედლის მფლობელი გახდა, 2021 და 2025 წლებში კი ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ბრინჯაოს მედლებისთვის შეხვედრებში აზერბაიჯანელმა ზელიმ ცკაევმა ოქროს დროში მესამე შიდო მიაღებინა ნუგზარ ტატალაშვილს (არაბთა გაერთიანებული საამიროები), კორეელი ჯონჰვან ლიმ კი უზბეკი არსლონბეკ ტოჯიევი დაამარცხა.

1. ტიმურ არბუზოვი - ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია, რუსეთი
2. ტატო გრიგალაშვილი - საქართველო
3. ზელიმ ცკაევი - აზერბაიჯანი
3. ჯოჰვან ლი - კორეა 

ქალთა 63 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედლის მფლობელი იაპონელი ჰარუკა კაჯი გახდა

1. ჰარუკა კაჯი - იაპონია
2. კატრინ ბუშემინ-პინარი - კანადა
3. ლაურა ფაზლიუ - კოსოვო
3. განხაიჩ ბოლდი - მონღოლეთი