ბაქოში, ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე, დღეს კაცები 81 კგ, ქალები კი 63 კგ წონით კატეგორიაში იბრძვიან პირველობისთვის.
81 კგ წონით კატეგორიაში ქართველი ძიუდოისტი ტატო გრიგალაშვილი პირველ წრეში თავისუფალი იყო, მეორე წრეში კი მეტოქედ არაბთა გაერთიანებული საამიროელი გაჯიმურად ომაროვი ჰყავდა. გრიგალაშვილმა მას 2 იუკოს და ვაზარის უპირატესობით სძლია და მერვედფინალში გავიდა, სადაც შვეიცარიელ აურელიო ბონფერონს იპონით სძლია.
პულის ფინალში ტატო გრიგალაშვილმა სლოვენიელ ნაცე ჰერკოვიჩს ოქროს დროში შიდოებით მოუგო და ნახევარფინალში გავიდა.
ფინალში გადასასვლელ ორთაბრძოლაში ტატო გრიგალაშვილი სერბ მიჰაილო სიმინს შეხვდება.
შეგახსენებთ, რომ ტატო გრიგალაშვილი 3-გზის მსოფლიო ჩემპიონია.
მოამზადა რაულ კაპანაძემ




