ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე დღეს პირველობისთვის 48-52-57 კგ წონითი კატეგორიების ქალები და 60-66 კგ წონითი კატეგორიების კაცები იბრძვიან
81 კგ წონაში ტატო გრიგალაშვილმა პირველ შეხვედრაში ფრანგ ალფა უმარ ჯიალოს შიდოებით სძლია, მეორეში სერბ ისლამ სოგენოვს მტკივნეული ილეთით აიძულა დანებება, ნახევარფინალში გასასვლელი ორთაბრძოლაში უნგრელ ატილა უნგვართან ასევე მტკივნეულ ილეთზე დაიჭირა მეტოქე.
ნახევარფინალში ტატო გრიგალაშვილი ანტონიო ესპოზიტოსთან იჭიდავებს.
73 კგ წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილმა პირველ შეხვედრაში ხორვატი რობერტ კლაჩარი, მეორეში კი ფინელ ტურპალ ჯუკაევს სძლია იპონით, მესამე წრეში კი ნეიტრალური სტატუსით მოასპარეზე რუსი დანილ ლავრენტიევთან ოქროს დროის მერვე წუთის ბოლოს მესამე შიდო მიიღო და ბრძოლას ბრინჯაოს მედლისთვის რეპეშაჟიდან გააგრძელებს.
ქართველი ქალები ასპარეზობას პირველივე შეხვედრების შემდეგ გამოეთიშნენ. 63 კგ წონაში ეთერ ასკილაშვილმა მოლდაველ დამიელა ტკაჩთან წააგო, 70 კგ წონაში კი მარიამ ჭანტურიამ დიდბრიტანელ კელი პეტერსენ პოლარდთან და ნინო გულბანმა სერბ იოვანა ჩაკარევიჩთან.