კატარის დედაქალაქ დოჰაში მიმდინარე ძიუდოისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე დღეს +78კგ წონითი კატეგორიის ქალები და +100კგ წონითი კატეგორიის კაცები ასპარეზობენ.
ქალთა +78კგ წონით კატეგორიაში სოფიო სომხიშვილი პოლონელ კინგა ვოლშჩაკთან ვაზარით დაწინაუდრა. პოლონელმა საპასუხო ვაზარი აუღო, მაგრამ ზირითადი დროის ამოწურვამდე რამდენიმე წამით ადრე სომხიშვილმა მეტოქის წამოწყებულ ილეთს კონტრილეთი შეაგება და გამარჯვება მოიპოვა.
პულის ფინალში გასასვლელად სოფიო სომხიშვილი თურქ კაირა საიტთან იჭიდავებს.
კაცთა +100კგ წონით კატეგორიაში გურამ თუშიშვილი უზბეკ შოხრუხონ ბახტიოროვთან ვაზარით ჩამორჩა, თუმცა საპასუხოდ ორი ვაზარის აღება შეძლო და შემდეგ რაუნში გავიდა.
გურამ თუშიშვილს მეტოქე პულის ფინალში გასასვლელად იაპონელი ტაცურო საიტო იქნება.