დასრულდა ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ტურნირი B ჯგუფში.

ვანკუვერში, „ბი-სი პლეისზე“ შვეიცარიამ კანადა 2:1 დაამარცხა და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა.

კანადა - შვეიცარია 1:2(0:0)
გოლები: 46' რუბენ ვარგასი 0:1, 57' იოჰან მანზამბი 0:2, 76' პრომის დევიდი 1:2

სიეტლში, „ლუმენ ფილდზე“, ბოსნია და ჰერცეგოვინამ ყატარი დაამარცხა და დიდი ალბათობით, რვა საუკეთესო მესამეადგილოსნებში მოხვდება და პლეი-ოფში ითამაშებს.

ბოსნია და ჰერცეგოვინა - ყატარი 3:1(2:1)
გოლები: 29' ქერიმ ალაიბეგოვიჩი 1:0, 34' სულთან ალ-ბრაკე, საკუთარ კარში 2:0, 42' ჰასან ალ-ჰაიდოსი 2:1, 80' ერმინ მახმიჩი 3:1