ავსტრიის ბუნდესლიგაში მერვე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს.
ოთარ კიტეიშვილის „შტურმი" გასვლაზე „ბლაუ-ვაის ლინცთან" თამაშობდა.
შეხვედრის პირველი ტაიმის მე-18 წუთზე სტუმრები მიკა ბირითმა დაწინაურა. 31-ე წუთზე კი მასპინძლებმა ტომას გოიგინგერის გოლით გაათანაბრეს ანგარიში.
მატჩის ბედი შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ მიჩნეული, 54-ე წუთზე შეცვლაზე შესული ოთარ კიტეიშვილის მიერ 71-ე წუთზე თერთმეტმეტრიანიდან გატანილმა თერთმეტმეტრიანმა გადაწყვიტა.
ოთარ კიტეიშვილი Flashscore-მ ორივე გუნდის ფეხბურთელთა შორის გამოარჩია და მისი თამაში 8,6 ბალით შეაფასა.