საფრანგეთის ლიგა 2-ში ოცდამეოთხე ტურის შეხვედრები გაიმართა.

ზურიკო დავითაშვილის „სენტ-ეტიენმა“ სახლში „ლავალი“ დაამარცხა და ლიდერთან ჩამორჩენა ორ ქულამდე დაიყვანა.

ზურიკო დავითაშვილმა (Flashscore - 7,5) 89-ე წუთზე შეცვალეს. მან მე-3 წუთზე თერთმეტმეტრიანით გახსნა ანგარიში და 11 გატანილი გოლით ბომბარდირთა სიაში მეორე ადგილზეა.

„სენტ-ეტიენი" - „ლავალი“ 2:1(2:1)
გოლები: 3' ზურიკო დავითაშვილი, თერთმეტმეტრიანიდან 1:0, 36' მამადუ კამარა 1:1, 38' ავგუსტინ ბოაკიე 2:1