სერბეთის ქალაქ ვრნიაჩკა-ბანიაში გრძელდება ვეტერან მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონატი.

კაცთა 65 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში ზურაბ სტურუამ ფიდეს ეგიდით მოასპარეზე ოლეგ კოზლოვი დაამარცხა და ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ერთპიროვნულად გალიდერდა. მას 9 შეხვედრიდან 7,5 ქულა აქვს.

ქალთა 65 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში ნონა გაფრინდაშვილი ყაიმზე შეუთანხმდა სერბ ირინა ჩელუშკინას და 5,5 ქულა აქვს. ამ ჯგუფში პირველი ადგილი ცხრიდან ცხრა ქულით უკვე გაინაღდა გალინა სტრუტინსკაიამ (ფიდე). მეორე ადგილზე მყოფ პოლონელ ირინა კრასენკოვას — 6,5 ქულა მესამე-მეხუთე ადგილებზე 6-6 ქულით ირინა ჩელუკინა, ყაზახი ირინა ბულანოვა და მარინა ასეევა (ფიდე) არიან.

კაცთა 50 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში მიხეილ კეკელიძემ ბულგარელ ნიკოლაი ნინოვს სძლია, ფრიდონ ყალაგაშვილმა - ფრედ ბერენდს, ზაზა ხოფერია ყაიმზე შეუთანხმდა ინგლისელ დიშმან სტივენს. რვა ტურის შემდეგ ლიდერებს, ბულგარელ კირილ გეორგიევს და ყაზახ პაველ კოცურს, 7,5-7,5 ქულა აქვთ, მიხეილ კეკელიძეს — 6,5 ქულა, ზაზა ხოფერიას — 5 ქულა, ფრიდონ ყალაგაშვილს კი 4,5 ქულა.

ქალთა 50 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში მერვე ტურში სოფიო ნიკოლაძემ ნაილია კურმაევა (ფიდე) დაამარცხა, სოფიკო ტერელაძე კუბელ მარიცა არბასთან დამარცხდა, ინგა ხურცილავა როზა იდრისოვასთან (ფიდე).

რვა ტურის შემდეგ შვედ პია კრამლინგს 7 ქულა აქვს ესპანელ მონიკა კალცეტას და კუბელ მარიცა არბასს — 6,5-6,5 ქულა, სოფიკო ტერელაძეს — 6 ქულა. 5,5 ქულა აქვს სოფიო ნიკოლაძეს, 5 კი ინგა ხურცილავას.

მოამზადა რაულ კაპანაძემ