სერბეთის ქალაქ ვრნიაჩკა-ბანიაში გრძელდება ვეტერან მოჭადრაკეთა მსოფლიო ჩემპიონატი.

ქალთა 65 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში ნონა გაფრინდაშვილი მარინა მაკროპულოსთან მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდა ინიციატივას, მაგრამ მეტოქე თავს შეუპოვრად იცავდა და მხოლოდ მაშინ გახდა იძულებული დანებებულიყო, როცა ქართველმა მოჭადრაკემ პაიკში ეტლი შესწირა და ლაზიერის გარდაუვალი დაკარგვის საფრთხე წინაშე აღმოჩნდა.



ექვსი ტურის შემდეგ უდანაკარგოს გალინა სტრუტინსკაია ლიდერობს. ილენა კრასენკოვას და ბაგიაშრე ტიპსაის 4,5-4,5 ქულა აქვთ, ნონა გაფრინდაშვილს კი 4 ქულა.

ქალთა 50 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში ინგა ხურცილავამ ყაზახი ელენა გაიჩენია დაამარცხა, სოფიო ნიკოლაძემ ინდოელ არპი შაჰი. სოფიკო ტერელაძემ კი ყაიმით დაასრულა შეხვედრა შოტლანდიელ ქეთევან არახამია-გრანტთან.

ამ ჯგუფში 5 ქულით ესპანელი მონიკა კალზეტა დაწინაურდა. ინგა ხურცილავას 4,5 ქულა აქვს, სოფიკო ტერელაძეს 4 ქულა, სოფიო ნიკოლაძეს კი 3,5 ქულა.

კაცთა 65 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში 5,0-5,0 ქულით რვა მოჭადრაკე დაწინაურდა და მათ შორისაა ზურაბ სტურუაც.

კაცთა 50 წელს ზემოთ ასაკობრივ ჯგუფში ბულგარელ კირილ გეორგიევს და ყაზახ პაველ კოცურს 5,5-5,5 ქულა აქვთ, მიხეილ კეკელიძეს 4, ზაზა ხოფერიას 3,5 და ფრიდონ ყალაგაშვილს 2,5 ქულა.

მოამზადა რაულ კაპანაძემ