პორტუგალიაში, მადეირას არქიპელაგის კუნძულ პორტუ-სანტუზე, სენიორ მოჭადრაკეთა რიგით 32-ე მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს.

1962-1978 წლების მსოფლიო ჩემპიონმა და სენიორთა მსოფლიო ჩემპიონატების რვაგზის გამარჯვებულმა ნონა გაფრინდაშვილმა, ახლახან დასრულებულ მეშვიდე ტურში ყაზახ ელენა გაიჩენიას სძლია და 6 შესაძლებლობიდან 4 ქულით გერმანელ ბრიჯიტ ბურხარდთან ერთად ლიდერობს +65 წლის ასაკის მოჭადრაკეთა შორის.

+50 წლის ასაკის მოჭადრაკეთა შორის სოფიკო ტერელაძე ყაიმზე შეუთანხმდა ისრაელელ მაშა კლინოვას და მასთან და ფრანგ სილვია ალექსიევასთან 4,5 ქულით ლიდერობს.

+65 წლის ასაკის მოჭადრაკეთა ღია ჩემპიონატზე ზურაბ სტურუამ უკრაინელ ვალენტინ ბოგდანოვს სძლია, 5 ქულა დააგროვა და სხვა ხუთ მოჭადრაკესთან ერთად ლიდერობს.

+50 წლის ასაკის მოჭადრაკეთა ღია ჩემპიონატზე მიხეილ კეკელიძემ ყაიმით დაასრულა შეხვედრა დანიელ ბორის ჩატალბაშევთან, 4 ქულა დააგროვა და ლიდერებს 1 ქულით ჩამორჩება