ფოთში პირველად, ევროპის ღია თასის გათამაშება ძალისმიერ სპორტში ჩატარდა, სადაც 8 ქვეყნის 150 სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა.
შეჯიბრება 4 დისციპლინაში გაიმართა:
- ძალისმიერი ორჭიდი;
- წოლჭიმი (გათამაშდა აბსოლუტური ჩემპიონის ქამარი);
- ამოწევა;
- ბიცებსზე წონის აწევა (გათამაშდა აბსოლუტური ჩემპიონის
ქამარი).
აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატში ფოთის ძალისმიერი სამჭიდის კლუბ "ფაზისი-2011"- ის 3 სპორტსმენი მონაწილეობდა, რომლებმაც საუკეთესო შედეგი აჩვენეს თავიანთ წონით კატეგორიებში და გამარჯვება მოიპოვეს.
74 კგ (13-15 წლამდე):
🥇ლუკა პატარაია -( წოლჭიმი 82.5 კგ, ამოწევა 140 კგ; ორჭიდის ჯამი 222,5 კგ.);
🥇ილია ფიფია (წოლჭიმი 60კგ);
83 კგ (ღია ასაკობრივი )კატეგორია:
🥇ირაკლი დავითაია (ამოწევა 227).
მწვრთნელი: ლევან გორგოძე
კლუბის მენეჯერი/ მწვრთნელი: დავით გულუა.
გუნდურ ჩათვლაში სამეული შემდეგნაირად გადანაწილდა:
🥇I ადგილი- სომხეთი;
🥈II ადგილი- საქართველო;
🥉III ადგილი -აზერბაიჯანი.
ევროპის ღია თასის გათამაშება, ძალისმიერი სპორტის საერთაშორისო გაერთიანების ორგანიზებითა და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.