ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკამ ქართული პოეზიის გამორჩეულ წარმომადგენელს, ტარიელ ხარხელაურს უმასპინძლა.
შეხვედრას ესწრებოდნენ ტარიელ ხარხელაურის პოეზიის ერთგული მკითხველები, პედაგოგები და ახალგაზრდები.
პოეტის ლექსები წაიკითხეს თეატრალური დასი ,,აკვარიუმის“ წევრებმა და თავად ავტორმა. გაიმართა გულწრფელი დისკუსია.
დასასრულს, ტარიელ ხარხელაურმა მისი პოეზიის თაყვანისმცემლებს ავტოგრაფებიც დაუტოვა.