საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის მეოთხე ტურის მატჩს ბელფასტში, „უინძორ პარკზე“ ჩრდილოეთ ირლანდიასთან გამართავს. შეხვედრა 22:45 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტჟს საქართველოს პირველი არხი, პირველი არხი სპორტი და საქართველოს რადიო შემოგთავაზებთ.
საქართველოს ნაკრბის მთავარმა მწვრთნელმა, რამაზ სვანაძემ ამ მატჩისთვის სასტარტო შემადგენლობა დაასახელა:
საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, დვალი, ლოჩოშვილი, საზონოვი, მამაგეიშვილი, ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი, დავითაშვილი, კვარაცხელია, ზივზივაძე.










