სამარყანდში საჭადრაკო ოლიმპიადის ბოლო ტურის შეხვედრები დასრულდა.

საქართველოს ქალთა ნაკრებმა ბოლო ტურში ინდოეთის ნაკრებთან 2,0 : 2,0 ითამაშა (ნანა ძაგნიძე - წაგება, ბელა ხოტენაშვილი - მოგება, ლელა ჯავახიშვილი - ყაიმი, მერი არაბიძე - ყაიმი).

საქართველოს კაცთა ნაკრებმა ესპანეთის ნაკრებთან 1:3 წააგო (მიხეილ მჭედლიშვილი - წაგება, ნიკოლოზ კაჭარავა - ყაიმი, ლევან ფანცულაია - წაგება, ლუკა პაიჭაძე - ყაიმი).

ქართველმა მოჭადრაკე ქალებმა ოლიმპიადაზე ექვსი შეხვედრა მოიგეს, ოთხი ფრედ დაასრულეს, ერთი კი წააგეს და თექვსმეტი ქულით მერვე ადგილი დაიკავეს.

კაცებმა ექვსი შეხვედრა მოიგეს, ორი ფრედ დაასრულეს, სამი კი წააგეს და თოთხმეტი ქულით

ქალები
1. ჩინეთი - 20 ქულა
2. ყაზახეთი - 18 ქულა.
3. ინდოეთი - 17 ქულა
4. აშშ - 17 ქულა
5. პოლონეთი - 17 ქულა
6. სომხეთი - 17 ქულა
7. მონღოლეთი - 17 ქულა
8. საქართველო - 16 ქულა

კაცები
1. უზბეკეთი - 20 ქულა
2. ინდოეთი - 18 ქულა
3. გერმანია - 18 ქულა
....
28. საქართველო - 14 ქულა

მოამზადა რაულ კაპანაძემ