ლაიფციგში, „რედ ბულ არენაზე", ევროპის ჩემპიონატის F ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეების, პორტუგალიის და ჩეხეთის ნაკრები გუნდების შეხვედრა დასრულდა.
შეხვედრის პირველ ტაიმში მოპოვებული ტერიტორიული უპირატესობის მიუხედავად, პორტუგალიამ ერთადერთი რეალური საგოლე მომენტი შექმნა და ისიც ვერ გამოიყენა.
მეორე ნახევარი ისევ პორტუგალიელთა უპირატესობით დაიწყო, თუმცა გოლი მათ კარში გავიდა. ბურთი 62-ე წუთზე ლიკაშ პროვოდმა გაიტანა.
გაშვებულმა გოლმა პორტუგალიელებზე ძალზე ცუდად იმოქმედა და მათ რამდენიმე წუთი თავდაცვაზე უხდებოდათ ფიქრი და ისევ მოულოდნელად, გოლი გავიდა. ჟოაო კანსელუს ჩაწოდების შემდეგ ნუნუ მენდეშმა ითამაშა თავი, ბურთი ჩეხების მცველს მუხლზე მოხვდა, მიმართულება შეიცვალა და საპირისპირო კუთხისკენ მოძრაობაში მყოფმა ცეხების მეკარე იინდრჟიხ სტანეკმა ვეღარაფერი გააწყო.
90+1 წუთზე პორტუგალიელმა ფრანსიშკუ კონსეისაუმ გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა.