აზერბაიჯანში საერთაშორისო ტურნირი „პრეზიდენტის თასი - 2025“ გაიმართა კანოე-კაიაკსა და აკადემიურ ნიჩბოსნობაში.

შეჯიბრებაზე წარმატებით იასპარეზა საქართველოს ნაკრებმა, რომელმაც 5 ოქროს, 5 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ტურნირში 20 ქვეყნის 200-ამდე სპორტსმენი იღებდა მონაწილეობას. ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ტურნირის ჩემპიონები გახდნენ:
ერთადგილიანი კაიაკი, 200 მ:
სანდრო თეზელაშვილი;
ორადგილიანი კაიაკი, 500 მ:
ალექსი მონდაძე და იოანე ცინცაძე;
ორადგილიანი კაიაკი, 200 მ:
ალექსი მონდაძე და ნიკოლოზ თათარაშვილი;
ორადგილიანი აკადემიური ნიჩბოსნობა:
ნიკოლოზ იორდანიშვილი და გიორგი კაპანაძე;
აკადემიური ნიჩბოსნობა:
ნიკოლოზ ხარჩილავა.
ვერცხლის მედლები მოიპოვეს:
ერთადგილიანი კაიაკი, 200 მ:
იოანე ცინცაძე;
ერთადგილიანი კაიაკი, 500 მ:
ნიკოლოზ ჭეიშვილი და იოანე ცინცაძე;
ორადგილიანი კაიაკი, 500 მ:
ნიკოლოზ წიკლაური და ვახტანგ მამულაშვილი;
ორადგილიანი კაიაკი, 1000 მ:
ნიკოლოზ წიკლაური და ვახტანგ მამულაშვილი.
ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს:
ერთადგილიანი კანოე, 200 მ:
სანდრო ჭოჭუა;
ერთადგილიანი კანოე, 500 მ:
იოანე ნებიერიძე.
აკადემიურ ნიჩბოსნობაში საქართველოს გუნდი ტურნირის თასსაც დაეუფლა.

ტურნირზე ქართველი სპორტსმენები საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.