ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე“ საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის ევროპის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფური ტურნირის ბოლო საშინაო შეხვედრა გამართა.
საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ჯგუფში პირველი-მეორე ადგილების დაკავების უმთავრეს პრეტენდენტებთან გამართულ ოთხივე შეხვედრაში განიცადეს მარცხი. მათ უმთავრეს კონკურენტების კარში მხოლოდ სამი ბურთი გაიტანეს, საკუთარში კი ცამეტი მიიღეს.
საქართველო - ესპანეთი 0:4(0:3)
გოლები: 11' მიკელ ოიარსაბალი, თერთმეტმეტრიანიდან 0:1, 22' მარტინ ზუბიმენდი 0;2, 34' ფერან ტორესი 0:3, 63' მიკელ ოიარსაბალი 0:4
გიორგი მამარდაშვილი - გიორგი გოჩოლეიშვილი, საბა გოგლიჩიძე (46' გურამ კაშია), ლუკა ლოჩოშვილი, ვლადიმერ მამუჩაშვილი - იური ტაბატაძე (57' გიორგი კვერნაძე), ანზორ მექვაბიშვილი (71' გიორგი წიტაიშვილი), ოთარ კიტეიშვილი - ზურიკო დავითაშვილი (85' გიორგი აბუაშვილი), ბუდუ ზივზივაძე (71' გიორგი ქვილითაია), ხვიჩა კვარაცხელია
ამავე ჯგუფის მეორე შეხვედრაში თურქეთმა ბულგარეთი დაამარცხა.
თურქეთი - ბულგარეთი 2:0(1:0)
გოლები: 18' ჰაქან ჩალჰანოღლუ, თერთმეტმეტრიანიდან 1:0, 84' ატანას ჩერნევი, საკუთარ კარში 2:0




