მსოფლიო თასის ევროპის საკვალიფიკაციო ტურნირის E ჯგუფში საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ესპანეთის ქალაქ ელჩეში, „მანუელ მარტინეს ვალეროზე“, პირველის წრის ბოლო, მესამე ტურის შეხვედრა გამართა.
მატჩი ესპანელთა დიდი უპირატესობით წარიმართა და საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს მთელი შეხვედრის განმავლობაში ერთი სახიფათო მომენტის კი არ შეუქმნიათ.
შეხვედრის 23-ე წუთზე გიორგი გოჩოლეიშვილმა ფერან ტორესს საჯარიმოში არ ჩააწოდებინა და მის მიერ მოგერიებული ბურთი პირით ხაზს იქით მას შემდეგ გავიდა, რაც ესპანელ ფეხბურთელს შეეხო, მაგრამ ვერც მთავარმა და ვერც გვერდითმა მსაჯმა ეს ვერ შენიშნეს და კუთხური დანიშნეს. კუთხურიდან საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი საბოლოოდ საჯარიმო მოედნის ფარგლებს გარეთ მიუვიდა რობინ ლე ნორმანს, მან ბურთი საჯარიმოში დააბრუნა, სადაც ერთ-ერთი ესპანელი თამაშგარეში იმყოფებოდა, თუმცა ამაზე მსაჯის რეაგირება არ მომხდარა და მამარდაშვილის პირისპირ დარჩენილმა იერემი პინომ ანგარიში გახსნა.
28-ე წუთზე ქართველი მცველების შეცდომის შემდეგ მეკარესთან პირისპირ ფერან ტორესი დარჩა და იგი ოდნავ დაგვიანებით კარიდან გამოსულმა გიორგი მამარდაშვილმა მოცელა. თერთმეტმეტრიანი ფერან ტორესმა სუსად დაარტყა და გიორგი მამარდაშვილმა ბურთი ნახტომში მოიგერია.
მასპინზლებმა შეტევები გააგრძელეს და რამდენჯერმა სახიფათო მომენტის შექმნეს, მაგრამ მამარდაშვილი კარგად თამაშობდა და პირველ ნახევარში გოლი აღარ გასულა, შეხვედრის 64-ე წუთზე კი მან საჯარიმო ხაზიდან მიკელ ოიარსაბალის უძლიერესად დარტყმული საჯარიმოს მოგერიება ვერ შეძლო და ანგარიში 2:0 გახდა.
ესპანეთი - საქართველო 2:0(1:0)
გოლები: 24' იერემი პინო 1:0, 64' მიკელ ოიარსაბალი 2:0
საქართველომ შეხვედრა ასეთი შემადგენლობით ჩაატარა:
გიორგი მამარდაშვილი (flashscore, შეფასება - 6.3) - ოთარ კაკაბაძე (შეფასება 6.0, შეცვლა 80' აზაროვი, შეფასება - 6.0) - გურამ კაშია (შეფასება - 6.2) - საბა გოგლიჩიძე (შეფასება - 6.1) - გიორგი გოჩოლეიშვილი (შეფასება 5.8) - ლაშა დვალი (შეფასება - 6.7) - ოთარ კიტეიშვილი (შეფასება 6.5, შეცვლა 69' ნიკა გაგნიძე, შეფასება - 6.7) - ანზორ მექვაბიშვილი (შეფასება 6.4, შეცვლა 86' ვლადიმერ მამუჩაშვილი, შეფასების გარეშე) - გიორგი ქოჩორაშვილი (შეფასება - 6.7) - გიორგი მიქაუტაძე (შეფასება 6.1, შეცვლა გიორგი კვერნაძე, შეფასება - 6.0) - ხვიჩა კვარაცხელია (შეფასება 5.9, შეცვლა 69' ზურიკო დავითაშვილი, შეფასება - 5.8)
მწვრთნელი - ვილი სანიოლი
ამავე ჯგუფში გამართულ მერე მატჩში თურქეთმა ბულგარეთში მასპინძლებს დიდი ანგარიშით მოუგო და შედეგად, საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების პლეი-ოფში გასვლა, თურქეთსა და ბულგარეთში გასვლითი შეხვედრების მოგების შემთხვევაშიც კი, პრობლემატური გახდა
ბულგარეთი - თურქეთი 1:6(1:1)
გოლები: 11' არდა გიულერი 0:1, 13' რადოსლავ კირილოვი 1:1, 49' ვიქტორ პოპოვი, საკუთარ კარში 1:2, 51' და 54' ქენან ილდიზი 1:3 და 1:4, 65' ზეკი ჩელიკი 1:5, 90+3' ირფან ჩან კაჰვეჩი 1:6
მასალა ბოლოს 00:58 საათზე განახლდა.