შვედეთის ქალაქ იონჩიონპინგში დასრულდა ევრო 2025-ის შესარჩევი ტურნირის მატჩი შვედეთის და საქართველოს 21 წლამდე ასაკის ნაკრებ გუნდებს შორის.
ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრისთვის უშუალო კონკურენტთან შეხვედრა ქართველმა ფეხბურთელებმა კარგად დაიწყეს და მე-13 წუთზე ნოდარ ლომინაძის გოლით დაწინაურდნენ. შვედმა ფეხბურთელებმა ანგარიშის გათანაბრება და წინ გასვლა პირველ ტაიმშივე შეძლეს, მეორე ტაიმის დასაწყისში კი მესამე გოლი გაიტანეს და ორი ბურთის სხვაობით დაწინაურდნენ.
შეხვედრის 51-ე წუთზე შვედებმა საკუთარ კარში გაიტანეს გოლი და ქართველ ფეხბურთელებს თამაშის გადარჩენის შანსი მიეცათ, მაგრამ დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა.
დარჩენილი შეხვედრები:
11 ოქტომბერი ჩრდილოეთ მაკედონია - მოლდოვა
14 ოქტომბერი ნიდერლანდები - შვედეთი
15 ოქტომბერი საქართველო - ჩრდილოეთ მაკედონია