ევრო 2024-ზე საქართველო ნაკრები უმნიშვნელოვანეს შეხვედრას ატარებს
 

შეხვედრის დასაწყისში გიორგი მიქაუტაძემ მოედნის ცენტრთან ახლოს ჩაჭრა ბურთი, სწრაფად მიუახლოვდა საჯარიმოს და ბურთი ხვიჩა კვარაცხელიად გადააწოდა, რომელიც ასევე სწრაფად შეიჭრა საჯარიმოში და ბურთი მეკარისგან მარცხენა დაბალ კუთხეში გაგზავნა.

პორტუგალიელები მთელი ტაიმი ფლობდნენ დიდ ტერიტორიულ უპირატესობას, მაგრამ ქართველებმა ავი კარგად დაიცვეს და რამდენჯერმე სწრაფი კონტრშეტევას განახორციელეს.

ტაიმი საქართველომ 1:0 მოიგო.

ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფამდე საქართველოს 45 წუთიღა აშორებს

გუნდები ასეთი შემადგენლობებით თამაშობენ:

გიორგი მამარდაშვილი -  ოთარ კაკაბაძე, გიორგი გველესიანი, გურამ კაშია, ლუკა ლოჩოშვილი, ლაშა დვალი - გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი ქოჩორაშვილი, ოთარ კიტეიშვილი - გიორგი მიქაუტაძე, ხვიჩა კვარაცხელია 

დიოგუ კოშტა - ანტონიუ სილვა, დანილო პერეირა, გონსალო ინასიო - დიოგუ დალოტი, ჟოაუ ნევეში, ფრანსისკო კონსეისაო ჟოაუ პალინია, პედრო ნეტო - კრიშტიანუ რონალდო, ჟოაუ ფელიქსი