კიშინიოვში 7-ქალა რაგბის ევროპის ალაფის მეორე ეტაპის შეხვედრები მიმდინარეობს.

საქართველოს 7-ქალა რაგბის ნაკრებმა, რომელმაც რაგბი ევროპის ალაფის მეორე ეტაპზე ჯგუფში ორი შეხვედრის მოგების შემდეგ უკრაინის 7-ქალასთან განიცადა მარცხი, მეოთხედფინალური შეხვედრა გამართა.  

უნგრეთის 7-ქალასთან შეხვედრა საქართველოს 7-ქალას უპირატესობით წარიმართა და შეხვედრის მიწურულს ინიციატივის ხელიდან გაშვების მიუხედავად, მათივე გამარჯვებით დასრულდა.

საქართველო - უნგრეთი 22:19

ნახევარფინალში საქართველო იტალიას შეხვდება.

მეორე ნახევარფინალში ერთმანეთს უკრაინა მოლდოვა ეთამაშება.