ბელფასტში, „უინძორ პარკზე“, ერთა B ლიგის მეოთხე ტურის მატჩში, საქართველო ჩრდილოეთ ირლანდიას შეხვდა.
პირველი ტაიმი, განსაკუთრებით კი მისი ბოლო წუთები, მასპინძელთა ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა, თუმცა, მათ, ისევე როგორც სტუმრებმა, გოლის გატანა ვერ შეძლეს.
შეხვედრის მეორე ნახევარში საქართველომ ვერაფერი შესთავაზა მეტოქეს, მასპინძლებს კი, რომ არა მამარდაშვილის კარგი თამაში, რომელმაც რამდენჯერმე იხსნა კარი და 84-ე წუთზე პენალტიც მოიგერია, მეორედ შეეძლოთ საქართველოს დამარცხება.
საქართველოს ნაკრები ასეთი შემადგენლობით თამაშობდა;
გიორგი მამარდაშვილი - ოთარ კაკაბაძე, საბა საზონოვი, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი - გიორგი ქოჩორაშვილი (46' გიორგი წიტაიშვილი), ანზორ მექვაბიშვილი (65' ნოდარ ლომინაძე) - გიზო მამაგეიშვილი (74' ირაკლი რეგოიანი), ზურიკო დავითაშვილი (65' გიორგი ჩაკვეტაძე), ხვიჩა კვარაცხელია - ბუდუ ზივზივაძე (86' გიორგი მიქაუტაძე)
მწვრთნელი: რამაზ სვანაძე
ამავე ჯგუფში, „სიტი არენა ტრნავაზე“, უკრაინის და უნგრეთის გუნდების შეხვედრა უნგრელებმა მოიგეს.
უკრაინა - უნგრეთი 1:2(0:0)
გოლი: 51' მილან ტოთი 0:1, 83' რომან იარემჩუკი 1:1, 85' მარკ ჩინგერი 1:2
საქართველოს ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლის თეორიული შანსიც კი აღარ აქვს, ბოლო ადგილზე გასვლის პერსპექტივა კი საკმაოდ დიდია.
II ჯგუფი
25.09 საქართველო - ჩრდილოეთ ირლანდია 0;1(0:0)
25.09 უნგრეთი - უკრაინა 0:1(0:0)
28.09 საქართველო - უკრაინა 0:0
28.09 ჩრდილოეთ ირლანდია - უნგრეთი 0:0
02.10 უნგრეთი - საქართველო 1:0(1:0)
02.09 უკრაინა - ჩრდილოეთ ირლანდია 0:3(0:2)
05.10 ჩრდილოეთ ირლანდია - საქართველო 0:0
05.10 უკრაინა - უნგრეთი 1:2(0:0)
მოამზადა რაულ კაპანაძემ




