მალტაში მიმდინარე წყალბურთში მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე, B დივიზიონის გუნდებს შორის, ნახევარფინალური შეხვედრები დასრულდა.

საქართველომ ნახევარფინალურ შეხვედრაში გერმანია დაამარცხა, ფინალში გავიდა და მსოფლიო თასზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

საქართველო - გერმანია 19:13(4:3, 4:3, 5:1, 6:6)

ფინალურ შეხვედრაში მონტენეგროსთან (მან ნახევარფინალში საფრანგეთი 15:11 დაამარცხა) გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის A დივიზიონში იასპარეზებს.

მსოფლიო თასზე, რომელიც ავსტრალიაში, სიდნეიში, 22-26 ივლისს გაიმართება, მასპინძლებთან ერთად იასპარეზებენ:

ესპანეთი
იტალია
საბერძნეთი
უნგრეთი
ხორვატია
საქართველო
მონტენეგრო