„NASCAR“-ის ევროპის სერიების ვალენსიის ეტაპზე, მეორე რაუნდის შემდეგ, სანდრო თავართქილაძემ (Team Bleekemolen) ღია დივიზიონში „მასტერსის თასზე“ პირველი ადგილი დაიკავა.
„Rookie Challenge“-ში სადებიუტო ასპარეზობის შემდეგ კი სანდრო ქაჯაია მე-4 ადგილზე გავიდა. ასევე, ქალებს შორის მესამე ადგილი დაიკავა „Kolkhi GRT”-ის პილოტმა მარიამ დავითიძემ.
„Kolkhi GRT” პირველი სრულად ქართული გუნდია, რომელიც მონაწილეობს „ევრონასკარის“ სერიებზე. გუნდის პილოტები დათა ქაჯაია (პრო კატეგორია) და მარიამ დავითიძე (ქალთა ღია კატეგორია) არიან.
„EuroNASCAR“-ზე უკვე მეორედ ქართველი მრბოლელები საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ასპარეზობენ. სანდრო თავართქილაძე „ღია“ კატეგორიაში სანდრო ქაჯაია კი „Rookie Challenge“-ში.
„ევრონასკარის“ ფარგლებში ქართველი პილოტები შემდეგ რბოლებს 23-24 მაისს საფრანგეთში გამართავენ.




