ალჟირში, Coupe Du Monde Sabre d’Alger-ის ძირითადი ეტაპიდან შეჯიბრებაში ჩართულმა სანდრო ბაზაძემ მოულოდნელი მარცხი განიცადა.  

მსოფლიო რეიტინგის N1 ხმლით მოფარიკავის, სანდრო ბაზაძის მეტოქე მეთექვსმეტედფინალში მსოფლიო რეიტინგში 18-ე ადგილზე მყოფი რუმინელი იულიან ტეოდოსიუ იყო.

სანდრო ბაზაძე შეხვედრაში თავიდანვე დაწინაურდა, პირველი რაუნდი 8:5 მოიგო, შემდეგ 12:8 გახდა ანგარიში, ისევ დაწინაურდა, ბოლოს კი ზედიზედ სამი ჩხვლეტა გაუშვა და 13:15 დამარცხდა