ალჟირში დასრულდა ხმლით ფარიკაობაში, მსოფლიო თასის გათამაშება.
ქართველმა მოფარიკავემ, სანდრო ბაზაძემ, ფინალურ შეხვედრაში უნგრელ კრისტიან რაბს 15:12 მოუგო და ალჟირის მსოფლიო თასის მფლობელი გახდა.
სანდრო ბაზაძემ მსოფლიო თასის ფინალისკენ მიმავალ გზაზე ოცამეთორმეტედფინალში რუმინელ კასიან ჩიდუს 15:5 სძლია, მეთექვსმეტედფინალში იაპონელ შიდო ცუმარის 15:11 მოუგო, მერვედფინალში ლეანდრე ოლივიეს ასეთივე ანგარიშით სძლია, მეოთხედფინალში კიდევ ერთი ფრანგი, სებასტიენ პატრიცი 15:14 დაამარცხა, ნახევარფინალში კი მაო კოკუბოს 15:10 მოუგო.
ალჟირის მსოფლიო თასის გათამაშების წინ კრისტიან რაბი მსოფლიო რეიტინგში მე-9 ადგილზე იყო, სანდრო ბაზაძე კი მეათეზე.
მოამზადა რაულ კაპანაძემ




