სერბეთის ქალაქ ნოვი-სადში სამბოში ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს.

ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს მედლები ქალთა 50-59-72 და +80 და კაცთა 64-79 და +98კგ წონით კატეგორიებში გათამაშდა.ქალთა 77 და +80 და კაცთა 64-79 და +98 კგ წონით კატეგორიაში მონაწილე ხუთმა ქართველმა სამბისტმა 1 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

ევროპის ჩემპიონის ოქროს მედალი მოპოვა +98 კგ წონითი კატეგორიაში მოასპარეზე დავით ლორიაშვილმა.


ვერცხლის მედალი ხვდა წილად 78 კგ წონით კატეგორიაში ლუკა ციკვაძეს.


ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ნინო ოძელაშვილმა და ელენე ქებაძემ.