ექვსი ერის გათამაშებაზე ბოლო ტურის შეხვედრები დასრულდა

კარდიფში, „პრინციპალიტი სტედიუმზე“, უელსმა იტალიასთან შეხვედრაში ნანატრი გამარჯვება მოიპოვა.


დუბლინში, ავივა სტედიუმზე“, ირლანდიამ შოტლანდია დაამარცხა და სამმაგი გვირგვინი“ მფლობელი გახდა. მას აგრთევე გაუჩნდა შანსი ექვსი ერის ასის მოპოვების, რაც იმ შემთხვევაში მოხდებოდა, თუ პარიზში საფრანგეთი ინგლისთან 10 და მეტი ქულის სხვაობით დამარცხდებოდა. 



პარიზში, „სტად დე ფრანსზე“, საფრანგეთმა ბოლო წამებზე შეძლო ინგლისის დამარცხება და მერვედ გახდა ექვსი ერის თასის მფლობელი. ინგლისმა ასპარეზობა მეხუთე ადგილზე, მისთვის ისტორიაში ყველა ცუდი შედეგით, დაასრულა.