სამარყანდში მიმდინარე საჭადრაკო ოლიმპიადაზე მეშვიდე ტურის შეხვედრები დასრულდა.
საქართველოს ქალთა ნაკრებმა მერვე ტურში ჩინეთის ნაკრებთან 1,5:2,5 წააგო (ნანა ძაგნიძე - ყაიმი, ნინო ბაციაშვილი - ყაიმი, ბელა ხოტენაშვილი - ყაიმი, ლელა ჯავახიშვილი - წაგება).
საქართველოს კაცთა ნაკრებმა კოსტა-რიკის ნაკრებს სძლია (მიხეილ მჭედლიშვილი - მოგება, ნიკოლოზ კაჭარავა - წაგება, ლევან ფანცულაია - მოგება, ლუკა პაიჭაძემ - მოგება).
რვა ტურის შემდეგ ორივე ნაკრებს თორმეტ-თორმეტი ქულა აქვთ.
ქალთა შორის თხუთმეტი ქულით ჩინეთი დაწინაურდა, კაცთა შორის თოთხმეტ-თოთხმეტი ქულით უზბეკეთი და გერმანია ლიდერობენ.
მოამზადა რაულ კაპანაძემ




