ბუდაპეშტში დასრულდა ფიდეს 45-ე საჭადრაკო ოლიმპიადის მე-7 ტურის შეხვედრები. 

საჭადრაკო ოლიმპიადის მე-7 ტურში ქართველმა ქალებმა ინდოელებთან შეხვედრა 1:3 წააგეს.   

საქართველოს ქალთა ნაკრებს შვიდი ტურის შემდეგ ხუთი მოგება, ერთი ფრე და ერთი წაგება აქვს და 11 ქულით მეშვიდე ადგილზე იმყოფება.

1. ინდოეთი - 14 ქულა
2-4. პოლონეთი - 12 ქულა.
2-4. ყაზახეთი -12 ქულა
2-4. საქართველო - 11 ქულა
5-14. აშშ - 11 ქულა
5-14. სომხეთი - 11 ქულა
5-14. საქართველო - 11 ქულა

ქართველმა კაცებმა მეშვიდე ტურის შეხვედრა ფრანგებთან 2:2 დაასრულეს. მათ შვიდი ტურის შემდეგ ოთხი მოგება და სამი ფრე აქვთ და 11 ქულით მე-10 ადგილზე არიან.

1. ინდოეთი - 14 ქულა
2. ირანი - 13 ქულა
3-6. უზბეკეთი - 12 ქულა
3-6. უნგრეთი - 12 ქულა
3-6. სომხეთი - 12 ქულა
3-6. სერბეთი - 12 ქულა
7-13. აშშ -11 ქულა
7-13. ჩინეთი - 11 ქულა
7-13. ვიეტნამი - 11 ქულა
7-13. საქართველო - 11 ქულა

მერვე ტურში ქალები ბულგარელებს შეხვდებიან, კაცები კი ნიდერლანდელებს.