ზაგრების გრანპრიზე მედლით დაასრულა გამოსვლა მძიმეწონოსანმა საბა ინანეიშვილმა. მან ბრინჯაოსთვის ბრძოლაში ყაზახეთის წარმომადგენელ იერასილ კაჟიბაევი იპონით სძლია. 100+ წონის ფინალში ერთმანეთს გერმანელი ლესენი კონე და აზერბაიჯანელი კანან ნასიბოვი დაუპირისპირდნენ. ოქროს მედალი ნასიბოვმა მოიპოვა.

მესამე ადგილზე გასვლის შანსი ჰქონდა 90 კგ. წონაში მოასპარეზე ლუკა ჯავახიშვილს, თუმცა ბრინჯაოსთვის ბრძოლაში კანადელ კიგან იანგთან დამარცხდა.