უეფას ერთა B ლიგის მეორე ჯგუფში დღეს მეხუთე ტურის შეხვედრები იმართება. 

თბილისში, „მიხეილ მესხზე“ საქართველომ უნგრეთს უმასპინძლა და მესამე მარცხი განიცადა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ შეძლო გოლის გატანა და ამ მაჩვენებლით მასთან ერთად მხოლოდ ლიხტენშტაინის ნაკრებს შეუძლია „იტრაბახოს“. 

საქართველო - უნგრეთი 0:2(0:0)

გოლები: 73' ლაშა დვალი, საკუთარ კარში 0:1, 85' ბარნაბას ვარგა 0:2



მოამზადა რაულ კაპანაძემ