დღეს, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში ბრატისლავაში მიმდინარე 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე მედლის მფლობელები 4 წონაში გამოვლინდნენ
130კგ წონითი კატეგორიაში საბა ფურცელაძემ ეგვიპტელი იბრაჰიმ ჰუსეინი 9:0 დაამარცხა ბერძნულ-რომაული სტილით 20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი გახდა.
მეხუთე ადგილებზე გავიდნენ და ნაკრებს 10-10 ქულა შესძინეს გიორგი ჭიკაიძემ (63კგ) და გიორგი გოგელაშვილმა (77კგ) ლუკა ქოჩალიძემ კი მე-7 ადგილი დაიკავა და გუნდს 8 ქულა შესძინა.
ოთხ წონაში ასპარეზობის შემდეგ საქართველოს ნაკრები 43 ქულით სომხეთის (51 ქულა), რუსეთის (51 ქულა) და ირანის (49 ქულა) მომდევნო მე-4 ადგილზეა.
ხვალ ოქროს მედლისთვის იჭიდავებს კობა ქარუმიძე (55კგ), ბრინჯაოსთვის, რეპეშაჟიდან - ალექსანდრე რუსიტაშვილი (72კგ) და არმან მკჯრტჩიანი (97კგ), ერეკლე თავბერიძე (67კგ) კი ასპარეზობას გამოეთიშა




