რუსთავში, ნიჩბოსნობაში საქართველოს ჩემპიონატი ტარდება.
ტურნირში, თბილისის, რუსთავის, მცხეთის, დუშეთის, ქუთაისის, ფოთის და ბათუმის 200-მდე სპორტსმენი მონაწილეობს.
500-მეტრიან დისტანციაზე გამარჯვებული სპორტსმენები უკვე გამოვლენილია. ტურნირი საქართველოს კანოეს და ნიჩბოსნობის ფედერაციისა და რუსთავის მერიის ორგანიზებით იმართება.