საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატზე ეროვნული ლიგის და ეროვნული ლიგა 2-ის, აგრეთვე ეროვნული ლიგა 2-ის და ლიგა 3-ის გუნდებმას პლეიოფის განმეორებითი შეხვედრები გამართეს.
ეროვნულ ლიგაში მერვე და მეცხრე ადგილებზე გასულმა „თელავმა“ და „გარეჯმა“ ეროვნულ ლიგა 2-ში მესამე და მეორე ადგილზე გასულ „მეშახტესთან“ და „სპაერთან“ ორრაუნდიან ორთაბრძოლაში მარცხი იწვნიეს და ეროვნულ ლიგაში ბოლო, მეათე ადგილზე გასულ „კოლხეთი 1013-თან“ ერთად გაისად ეროვნულ ლიგა 2-ში იასპარეზებენ.
ეროვნული ლიგა 2-ის გამარჯვებულ „რუსთავთან“ ერთად გაისად ეროვნულ ლიგაში იასპარეზებენ „სპაერი“ და მეშახტე“.
10.12. „მეშახტე“ ტყიბული - „თელავი“ 1:1(1:0)
10.12 „გარეჯი“ - „სპაერი“ თბილისი 0:2(0:1)
14.12 „თელავი“ - „მეშახტე“ დ.დ.1:2(1:2,1:0) პენალტებით 2:4
14.12 „სპაერი“ - „გარეჯი“ 1:2(1:0)
2026 წელი ეროვნული ლიგა
1. „იბერია 1999“ თბილისი
2. „დილა“ გორი
3. „ტორპედო“ ქუთაისი
4. „დინამო“ თბილისი
5. „გაგრა“ გაგრა
6. „დინამო“ ბათუმი
7. „სამგურალი“ წყალტუბო
8. „რუსთავი“ რუსთავი
9. „სპაერი“ თბილისი
10. „მეშახტე“ ტყიბული
ეროვნულ ლიგა 2-ში მერვე და მეცხრე ადგილებზე გასულმა „ლოკომოტივმა“ და „იბერია 199 2-მა“ ლიგა 3-ში მესამე და მეორე ადგილზე გასულ „ოდიში 1919-თან“ და დუშეთთან“ ორრაუნდიანი დაპირისპირება დათმეს და მარცხი იწვნიეს და ეროვნულ ლიგა 2-ში მეცხრე და მეათე ადგილებზე გასულ „დინამო 2-თან“ და „გონიოსთან“ ერთად გაისად ლიგა 3-ში იასპარეზებენ.
ლიგა 3-ის გამარჯვებულ „შტურმთან“ და „გორთან“ ერთად გაისად ეროვნულ ლიგა 2-ში იასპარეზებენ „ოდიში 1919“ და „დუშეთი“.
11.12 „დუშეთი“ დუშეთი - „ლოკომოტივი“ თბილისი 2:3(1:1)
11.12 „იბერია 1999 2“ - „ოდიში“ ზუგდიდი 2:2(1:0)
15.12 „ოდიში“ - „იბერია 1999 2" 2:1(0:0)
15.12 „ლოკომოტივი“ - „დუშეთი“ დ.დ. 0:1(0:1,0:0) პენალტებით 6:7
2026 წელი ეროვნული ლიგა 2
1. „თელავი“ თელავი
2. გარეჯი“ საგარეჯო
3. „კოლხეთი 1913“
4. „მერანი“ მარტვილი
5. „სიონი“ ბოლნისი
6. „სამტრედია“ სამტრედია
7. „შტურმი“ სართიჭალა
8. „გორი“ გორი
9. „ოდიში 1919“
10. „დუშეთი“ დუშეთი




