ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის პრესა ავრცელებს

რუსმა ძიუდოისტებმა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პირობების გამო უარი განაცხადეს 2024 წლის ოლიმპიადაზე მონაწილეობაზე. რუსეთის ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტმა სერგეი სოლოვეიჩიკმა განაცხადა, რომ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტმა ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის უფლება ოლიმპიური საკვალიფიკაციო რეიტინგის მქონე 17 ძიუდოისტიდან მხოლოდ ოთხს - მახმადბეკ მახმადბეკოვს (-73), ვალერი ედნოვიცკის (+100), დალი ლილუაშვილს (-63) და ელის სტარცევას (+78 მისცა ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის უფლება, რაც მიუღებელია.

„რუსეთის ძიუდოისტთა ნაკრები არ მიიღებს დამამცირებელ პირობებს და არ იასპარეზებს პარიზის თამაშებზე“, - დასძინა სოლოვეიჩიკმა.