რინერი რინერს არ ჰგავდა (ვიდეო)

1570597617
ესპანეთის დედაქლაქ ბრაზილიაში დასრულდა ძიუდოსტთა ასპარეზობა გრანდ სლემის ტურნირზე.
განსაკუთრებული ინტერესით ძიუდოს გულშემატკივრები +100 კგ წონით კატეგორიაში დიდი ხნის შესვენების შემდეგ დაბრუნებული ტედი რინერის ასპარეზობას ადევნებდნენ თვალს.
ტედი რინერს პირველი შეხვედრა იაპონელა ნაკრების მე-2 ნომერ კოკორო კაგეურასთან ჰქონდა. ძირითადი დრო უილეთოდ დასრულდა, ოქროს დროში კი, შეხვედრის დაწყებიდან 9 წუთის და 52 წამის გასვლის შემდეგ, რინერმა ვაზარის აღება მოახერხა.
მეორე შეხვედრა ტედი რინერს რუს ინალ ტასოევთან ჰქონდა. შეხვედრის ბედი რინერის მიერ მე-4 წუთის ამოწურვამდე 40 წამით ადრე მოპოვებულმა ვაზარმა გადაწყვიტა.
ნახევარფინალში ტედი რინერი 100 კგ წონით კატეგორიაში ოლიმპიურ და მსოფლიო ჩემპიონ და იაპონიაში ახლახანს დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე +100 კგ წონაში გამარჯვებულ ჩეხ ლუკას კრპალეკს შეხვდა. ჩეხმა ტოლი არაფერში დაუდო რინერს, რომელსაც წინა ორი შეხვედრის მსგავსად ახლაც მალე დაეტყო დაღლა. შეხვედრა თითქოს ოქროს დროში უნდა გადასულიყო, მაგრამ მე-4 წუთის ამოწურვამდე 4 წამით ადრე მსაჯებმა საკმაოდ საეჭვო მესამე გაფრთხილება მისცეს ჩეხს და რინერი ფინალში გავიდა.
ფინალში ტედი რინერი ბრაზილიელ დავიდ მოურას შეხვდა. ამჯერად მან მოახერხა და წინა წლების მსგავსად სწრაფად, შეხვედრის დაწყებიდან 20 წამის შემდეგ შეძლო მეტოქის დაიპონება.