ესპანეთის ლა ლიგაში 30-ე ტურის შეხვედრები დაიწყო

გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია“ მადრიდში ჩემპიონობისთვის მებრძოლს „რეალს“ ესტუმრა და სენსაციური გამარჯვება მოიპოვა.

გიორგი მამარდაშვილმა, რომელმაც თერთმეტმეტრიანთან ერთად რამდენიმე სახიფათო დარტყმა მოიგერია, Flashscore-სგან 8,5 შეფასება მიიღო და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.



„რეალი“ - „ვალენსია“ 1:2(0:1)
გოლები: 15' მუქტარ დიაჰაბი 0:1, 50' ვინისიუს ჟუნიორი 1:1, 90+5' ჰუგო დურო
მე-13 წუთზე გიორგი მამარდაშვილმა ვინისიუს ჟუნიორის დარტყმული თერთმეტმეტრიანი მოიგერია