დასრულდა „რაგბი ევროპის“ მეორე ტურის შეხვედრები.

„ბორჯღალოსნებმა“ მეორე ტურის შეხვედრა ნიდერლანდებში გამართეს და მეტოქე დიდი ანგარიშით დაამარცხეს. ქართველი მორაგბეების ანგარიშზე ცხრა ლელო და რვა გარდასახვაა.

ნიდერლანდები - საქართველო 12:61(5:28)


ამავე ჯგუფში გამართული მეორე შეხვედრაში ესპანეთმა შვეიცარია დაამარცხა.

ესპანეთი - შვეიცარია 53:14(21:14)


21 თებერვალს საქართველო ესპანეთს უმასპინძლებს.