თბილისში, ოლიმპიურ სასახლეში, დასრულდა ევროპის ჩემპიონატი სამბოში.
ევროპის ჩემპიონატის მეორე დღეს სპორტსმენები 10 წონით კატეგორიაში ეცილებოდნენ ერთმანეთს მედლებს. ქართველმა სამბისტებმა დღევანდელი ასპარეზობა 2 ვერცხლის და 5 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.
ვერცხლის მედლები მოიპოვეს: ვახტანგ ჩიდრაშვილმა (სპორტული სამბო, 58კგ) და ლუკა წიქვაძემ (საბრძოლო სამბო, 79კგ)
ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ:
მარი ლაპაჩიშვილი (სპორტული სამბო, 54კგ)
ელიზბარ თურქია (სპორტული სამბო, 71 კგ)
ბექა ძაგანიშვილი (სპორტული სამბო, 88კგ)
გიორგი ქავთარაძე (სპორტული სამბო, +98კგ)
ირაკლი ტალახაძე (საბრძოლო სამბო, 64კგ)
სულ ქართველი სამბისტების ანგარიშზე 1 ოქროს, 5 ვერცხლის და 7 ბრინჯაოს მედალია.




