თბილისში მიმდინარე სამბოში ევროპის ჩემპიონატზე პირველი დღის პროგრამით გათვალისწინებული შეხვედრები დასრულდა. 

შეჯიბრების პირველ დღეს სპორტსმენები 11 წონით კატეგორიაში ეცილებოდნენ ერთმანეთს მედლებს. ქართველმა სამბისტებმა დღევანდელი ასპარეზობა 1 ოქროს, 3 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს.

ოქროს მედლის მფლობელი გახდა ავთო მუკბანიანი (სპორტული სამბო, 55კგ). მან ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი ზედიზედ მეორედ მოიპოვა.

ვერცხლის მედლები მოიპოვეს:

ნინო ოძელაშვილმა (სპორტული სამბო, 72კგ)
ნიკა სიდამონიძემ (სპორტული სამბო, 98 კგ)
მირზა ციხელაშვილმა (საბრძოლო სამბო, 58კგ)

ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ:

ელენე ქებაძე (სპორტული სამბო, 80კგ)
გიორგი ეგნატაშვილი (საბრძოლო სამბო, 88კგ)