უზბეკეთის ქალაქ სამარყანდში 26-ე საჭადრაკო ოლიმპიადა მიმდინარეობს.

პირველ ტურში საქართველოს ქალთა ნაკრებმა (ნანა ძაგნიძე, ნინო ბაციაშვილი, ბელა ხოტენაშვილი, მერი არაბიძე) ტუნისს 4:0 სძლია, კაცებმა (მიხეილ მჭედლიშვილი, ნიკოლოზ კაჭარავა, ბაადურ ჯობავა, ლევან ფანცულაია) კი ასეთივე ანგარიშით ეთიოპია დაამარცხეს.

მეორე ტურში ქალებმა მონტენეგროსთან წაიფორხილეს (ნანა ძაგნიძე მოგება, ბელა ხოტენაშვილი წაგება, ლელა ჯავახიშვილი წაგება, მერი არაბიძე მოგება), კაცებმა კი ყირგიზეთთან (მიხეილ მჭედლიშვილი ყაიმი, ნიკოლოზ კაჭარავა წაგება, ბაადურ ჯობავა მოგება, ლუკა პაიჭაძე ყაიმი).

მესამე ტურში ქალები არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს ხვდებიან, კაცები კი ფინეთს. 


მოამზადა რაულ კაპანაძემ