ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ და თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის არაოლიმპიურ წონით კატეგორიებში.

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა 79 კგ წონით კატეგორიაში ბრწყინვალედ იასპარეზა ავთანდილ კენჭაძემ. მან თანმიმდევრობით დაამარცხა თურქი იბრაჰიმ მეთეჰან იაპრაკი (11:0), იაპონელი კოტა ტაკაჰაში (12:1), ყაზახი დაულეტ ერგეში (10:0), ირანელი მოჰამად აშღარ ნოხოდილარიმი (14:8), ნეიტრალური სტატუსით მოასპარეზე რუსი მაგომედ მაგომაევი (13:4) და მსოფლიო ჩემპიონის ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონის ოქროს მედალი ბოლოს 2019 წელს ჰქონდა მოპოვებული.

ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა 92 კგ წონითი კატეგორიის მოჭიდავე მირიან მაისურაძე. მან ფინალური შეხვედრა ნეიტრალური სტატუსით მოასპარეზე რუს აბდულრაშიდ სადულაევთან დათმო.

კლსაიკური სტილით მოჭიდავეთა შორის ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს ოთარ აბულაძემ (72კგ) და გელა ბოლქვაძემ (82კგ).

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა შორის გუნდურ ჩათვლაში საქართველო პირველი ადგილი დაიკავა,  ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები ერთი ქულით ჩამორჩა სომხეთის ნაკრებს და მეოთხე ადგილზე გავიდა.