ამის შესახებ შვეიცარიაში ჩატარებული წილისყრის შემდეგ გახდა ცნობილი

ოლიმპიადის ოთხი საგზურისთვის მებრძოლი 24 გუნდი ტურნირის მასპინძლობისთვის შერჩეულ ქვეყნებში გადანაწილდნენ.

საქართველოს ნაკრები წილისყრით ლატვიელებთან და ფილიპინელებთან მოხვდა. ჯგუფის ამ ქვეჯგუფიდან ორი საუკეთესო ნახევარფინალში მეორე ქვეჯგუფის ორ საუკეთესო გუნდთან დაწყვილდება, ფინალში გასულები კი ოლიმპიადის საგზურისთვის შეხვდებიან ერთმანეთს.

ლატვიის ჯგუფის მეორე ქვეჯგუფში ბრაზილია, კამერუნი და მონტენეგრო იასპარეზებენ.

ესპანეთში საგზურისთვის მასპინძლებთან ერთად ლიბანის, ანგოლის, ფინეთი, პოლონეთის და ბაჰამების გუნდები ითამაშებენ.

საბერძნეთში საგზურის მოპოვებაში მასპინძლებს სლოვენიელებიახალ ზელანდიელები, ხორვატები, ეგვიპტელები და დომინიკანელები შეეცილებიან.

პუერტ-რიკოში მექსიკელები, კოტ-დივუარელები, ლიტუველები, იტალიელები, ბაჰრეინელები და პუერტო-რიკოელები იასპარეზებენ.