ინგლისის პრემიერლიგაში ოცდამეოთხე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს.
პრემიერლიგის ბოლო ოთხი ჩემპიონატის გამარჯვებულმა „მანჩესტერ სიტიმ“ ლონდონში „მეთოფეებთან" შეხვედრაში გამანადგურებელი ანგარიშით იწვნია მარცხი, ერთ დროს მრისხანე „მანჩესტერ იუნაიტედმა“ კოშმარული დღეები გააგრძელა და ამჯერად სახლში „კრისტალ პალასთან" წააგო.
ერთპიროვნულმა ლიდერმა „ლივერპულმა“ გასვლაზე „ბორნმუთი“ დაამარცხა, მესამე ადგილზე მყოფმა „ნოტინგემმა“ კი „ბრაიტონს" აყარა შავი დღე.
„არსენალი“ - „მანჩესტერ სიტი“ 5:1(1:0)
„მანჩესტერ იუნაიტედი“ - „კრისტალ პალასი“ 0:2(0:0)
„ბორნმუთი“ - „ლივერპული“ 0:2(0:1)
„ნოტინგემი“ - „ბრაიტონი“ 7:0(3:0)
„ევერტონი„ - „ლესტერი“ 4:0(3:0)
„იფსვიჩი“ - „საუთჰემპტონი“ 1:2(1:1)
„ნიუკასლი“ - „ფულჰემი“ 1:2(1:1)
„ვულვერჰემპტონი“ - „ასტონ ვილა“ 2:0(1:0)
„ბრენტფორდი“ - „ტოტენჰემი“ 1:2(0:1)
ბომბარდირები:
1. მუჰამედ სალაჰი („ლივერპული“) - 21(6 თერთმეტმეტრიანიდან)
2. ერლინ ჰოლანი („მანჩესტერ სიტი“) 19(1 თერთმეტმეტრიანიდან)
3-4. ალექსანდერ ისაკი („ნიუკასლი“) 17(1 თერთმეტმეტრიანიდან)
3-4. კრის ვუდი („ნოტინგემი„) - 17 (3 თერთმეტმეტრიანიდან)
მასალა განახლებულია.