საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ეროვნულ ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს.
"გილოცავთ !
საქართველო უკვე ევროპაშია!" - წერს პრეზიდენტი და ვიდეო ავრცელებს.
ცნობისთვის, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის „დინამო არენაზე", ევრო 2024-ის პლეი ოფის ფინალური შეხვედრაში საქართველომ საბერძნეთს უმასპინძლა.
შეხვედრის პირველი ნახევარი უაღრესად დაძაბულ და ნერვულ ვითარებაში წარიმართა და უშედეგოდ დასრულდა. მსაჯმა 45 წუთის განმავლობაში სამი ბერძენი და ერთი ქართველი ფეხბურთელი გააფრთხილა.
ასეთივე დაძაბულად და ნერვიულად წარმართულმა მეორე ნახევარმა გამარჯვებული ვერ გამოავლინა და შეხვედრა გაგრძელდა დამატებით დროში, რომელიც ასევე უგოლოდ დასრულდა.
თერთმეტმეტრიანების სერიაში ქოჩორაშვილმა, დავითაშვილმა, დვალმა გაიტანეს, მიქაუტაძემ ააცილა, მამარდაშვილმა მოიგერია, ბერძნებმა ორი გაიტანეს ერთი ააცილეს და კვეკვესკირის დარტყმის შემდეგ საქართველომ 4:2 გაიმარჯვა და ევრო 2024-ის საგზური მოიპოვა.