ხვიჩა კვარაცხელია "ტოტენჰემში" ან "იუვენტუსში" რამდენიმე დღეში გადავა, - ამ ინფორმაციას ქართული სპორტული პორტალი "პოპსპორტი" საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს:
"20 წლის ხვიჩა კვარაცხელიას სატრანსფერო საგა დასასრულს უახლოვდება - "პოპსპორტის" მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ხვიჩას ტრანსფერი უახლოეს დღეებში განხორციელდება! როგორც შევიტყვეთ, მოლაპარაკება აქტიურ ფაზაშია ორ კლუბთან, რომელთაგანაც ერთ-ერთი ლონდონის ტოტენჰემია, მეორე კი - ტურინის იუვენტუსი. ხვიჩას სავარაუდო ტრანსფერი უფრო პრემიერლიგაშია მოსალოდნელი, იუვე კი დღევანდელი მდგომაორეობით მეორე ვარიანტია. ჩვენი ინფორმაციით, ტრანსფერზე მუშაობა უახლოეს დღეებში უნდა დასრულდეს", - წერს პორტალი.