ბუენოს აირესში დასრულდა მსოფლიო სერიის ბუენოს-აირესის ტურნირი.

ქართველმა პლაჟის მოჭიდავეებმა ბუენოს-აირესის მსოფლიო სერიის ტურნირზე 4 წონითი კატეგორიიდან სამში ოქროს მედლაი მოიპოვეს, ერთი კი ფინალური ორთაბრძოლა დათმეს და ვერცხლის მედალს დასჯერდნენ. 

80 კგ წონით კატეგორიაში ნიკა კენჭაძემ იაპონელ ჰიროტაკა აბეს 3:0 მოუგო და ოქროს მედალი მოიპოვა.

90 კგ წონაში დათო ფირუზაშვილმა აზერბაიჯანელი იბრაჰიმ იუსუფოვი 3:2 დაამარცხა და საქართველოს მეორე ოქროს მედალი მოუტანა.




ამავე წონაში ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში დავით ხუციშვილმა უნგრელ პატრიკ პუესპოკი 1*:1 დაამარცხა.



მესამე ოქროს მედალი საქართველომ +90 კგ წონით კატეგორიაში მოიპოვა, სადაც მამუკა კორძაიამ ვენესუელელი ხოსე დანიელ დიასი 2:0 დაამარცხა.



70 კგ წონით კატეგორიაში ლევან ქელეხსაშვილმა 1:2 დათმო შეხვედრა თურქ იუნუს ჩოშკუნთან და ვეცხლის მედალი მოიპოვა.

საქართველომ  95 ქულით (ყოველ წონაში მხოლოდ ერთი საუკეთესო შედეგის მიხედვით) დააგროვა და გუნდური პირველი ადგილი დაიკავა. მეორე ადგილზე ვენესუელა გავიდა 47 ქულით, მესამე 44 ქულით თურქეთი იყო.