გორის გვირაბში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მანქანის ამობრუნების შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის, ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.